ჩოგბურთი

21:15 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილებშიც იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე, ერთეულთა შეჯიბრის კვალად წყვილთა თანრიგშიც წარმატებული სტარტი აიღო.

შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა მე-2 ნომრად არიან განთესილნი და პირველ რაუნდში შვედ კორნელა ლისტერს და ინდოელ ანკიტა რაინას 6:2, 6:3 სძლიეს. თუ ვინ იქნება მეოთხედფინალში სოფოს და ანასტასია მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ერთეულებში შაფათავამ “უაილდ ქარდის” მქონე თურქ სელინ ოვუნჩს 6:2, 6:1 მოუგო და მერვედფინალში ბულგარელ ისაბელა შინიკოვას დაუპირისპირდება.

0.115487