დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ტრავმა მოიშუშა და იანვრის თვის შემდეგ პირველად კორტზე “მონტე-კარლოს” მასტერსის ტურნირზე გამოჩნდა.
როჯერმა ესპანელ გარსია-ლოპესს 6:3, 6:4 მოუგო, შეხვედრამ საათსა და 16 წუთს გასტანა. ფედერერმა 4-დან სამი ბრეიკი შეასრულა, 4 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
“მონტე-კარლოს” ტურნირის 1/8-ფინალში როჯერი ჩარდი-ბაუტისტა-აგუტის გამარჯვებულს შეხვდება.
ენდი მარეიმ ფრანგი ჰერბერტი 6:2, 4:6, 6:3 დაამარცხა, შეხვედრა 2 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტ მესამე სეტში მარეიმ ერთი ბრეიკით იმარჯვა. ენდიმ 10-დან 6 ბრეიკი შეასრულა, 5 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მარეი 1/8-ფინალში პერი-სოუზას გამარჯვებულს შეხვდება.
“Monte-Carlo RoleX Masters”-ის საპრიზო ფონდი 3 748 925 ამერიკულ დოლარს შეადგენს.