დასრულდა პირველი ლიგის 28-ე ტური და ლიდერმა ცხინვალის “ლიახვმა” კვლავ მოიგო, ამჯერად, ხელვაჩაურის “მაჭახელას” 4:0 სძლია. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილებს ცოტაღა დარჩათ უმაღლესი ლიგის საგზურის განაღდებამდე და შესაძლოა, ეს მომდევნო ტურშივე მოახერხონ.
მეორე ადგილისთვის კი დიდი ბრძოლაა: “ბორჯომმა” ხობის “კოლხეთთან” გასვლაზე 0:2 წააგო, “ვიტ ჯორჯიამ” მარნეულის “ალგეთთან” 1:1 ითამაშა და ახლა ისე მოხდა, რომ 50 ქულა აქვთ მეორე, მესამე და მეოთხეადგილოსან გუნდებს: ხობელებს, ვიტელებსა და ბორჯომელებს. მეორეზე გასული პირდაპირ გადავა, მესამეს კი ფლეი ოფი მოუწევს.
ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა “გაგრამ”, რომელიც ქედის ”ბეთლემთან” თავიდან აგებდა, მაგრამ 8 უპასუხო გოლი გაიტანა.
აუტსაიდერთა ზონაში ოზურგეთის “მერცხალმა” ისევ მოიგო, წყალტუბოელებს 3:1 აჯობა და ახლა უკვე ნორმალური შანსი აქვს გადარჩენისა. ბოლო ხუთეულში მყოფი სხვა გუნდებიდან მხოლოდ “ჩხერიმელამ” იმარჯვა, კერძოდ, 1:0 სძლია “სქურს”.
5 გუნდი ვარდება და 11 გუნდს ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად. უშანსოდაც არავინაა. ასე რომ, დარჩენილ 6 ტურში დიდი დაძაბულობა იქნება.
მეშახტე (ტყიბული) – სამეგრელო (ჩხოროწყუ) 3:0
გოლები: 1:0 ნვანკვო (6), 2:0 გოგიჩაძე (63 პენ), 3:0 ცქიფურიშვილი (70)
იმერეთი (ხონი) – რუსთავი 1:1
გოლები: 0:1 მარონგი (6 საკ.კარში), 1:1 ციცხვაია (84)
ლიახვი (ცხინვალი) – მაჭახელა (ხელვაჩაური) 4:0
გოლები: 1:0 შათირიშვილი (11), 2:0 გოგიჩაიშვილი (43), 3:0 შათირიშვილი (44), 4:0 ბუკია (66)
გაგრა – ბეთლემი (ქედა) 8:1
გოლები: 0:1 სამნიძე (3), 1:1 სარიშვილი (13), 2:1 ლევან ქურდაძე (30), 3:1 პაპავა (35), 4:1 გიორგი ქურდაძე (57), 5:1, 6:1, 7:1 მათიაშვილი (65, 77, 79), 8:1 გიორგი ქურდაძე (90)
კოლხეთი (ხობი) – ბორჯომი 2:0
გოლები: 1:0 ჭედია (10), 2:0 ჭანტურიძე (60)
ჩხერიმელა (ხარაგაული) – სქური (წალენჯიხა) 1:0
გოლი: 1:0 გაბუნია (73)
ალგეთი (მარნეული) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1
გოლები: 0:1 ჩიტიშვილი (26), 1:1 ტიელიძე (47)
მერცხალი (ოზურგეთი) – სამგურალი (წყალტუბო) 3:1
გოლები: 1:0 აბუსელიძე (31), 1:1 თევდორაძე (37), 2:1 ჭეიშვილი (51), 3:1 ჭკუასელი (90)
ჭიათურა – ოდიში 1919 (ზუგდიდი) 1:1
გოლები: 0:1 კუტალია (30), 1:1 ივანიშვილი (51)