ფეხბურთი

16:32 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლომაია: “ვწუხვარ ფრონტზე დაღუპულების გამო”

ბაქოს “ინტერის” მეკარე გიორგი ლომაია Azerisport.com-ს ესაუბრა და ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთებს გთავაზობთ. ლომაია ზაფხულში 37 წლისა გახდება, თუმცა როგორც თავად ამბობს, კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს:

“ჯერჯერობით, ძალა და ენერგია მაქვს. მომავალშიც მინდა თამაში”.

ლომაიას აზერბაიჯანში მიმდინარე საომარ პროცესებზეც ჰკითხეს, თუ რამდენად იმოქმედა ამან მასზე და მთლიანად ბაქოს “ინტერზე”:

“უპირველესად, ფრონტზე დაღუპულთა გამო ვწუხვარ. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანი გზით გადაწყდება. ყველა ჯარისკაცს, ოფიცერსა და მთლიანად მოსახლეობას ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ. რა თქმა უნდა, დროა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით გაირკვეს. ომი არავის სჭირდება. ჩვენც გავიარეთ ეს გზა, საქართველოში. იყო აფხაზეთში, სამაჩაბლოში და სამოქალაქო ომიც კი გადავიტანეთ. შედეგად, ყველაფრის მშვიდობიანად დასრულება სჯობს”.

0.113709