ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი უზბეკეთში რჩება და ბუხარას საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
მეტრეველი ძირითად ბადეში მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში რუს დენის მაცუკევიჩს გაეჯიბრება. თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა მას სძლია, ბულგარელ მლადენოვსა და უზბეკ სულტონოვს შორის უმჯობესს ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში ალექსანდრე მონაწილეობას არ მიიღებს.