კალათბურთი

11:14 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ჯორდანის “ჩიკაგოს” რეკორდი გაიმეორა  (+VIDEO)

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “სან ანტიონიო” 92:86 დაამარცხა (VIDEO) და მიმდინარე სეზონში 72-ე შეხვედრა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ “მეომრებმა” 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზის” რეკორდი (72 მოგება 10 წაგება) გაიმეორეს. “ოქროს შტატელებს” 72 მოგება და 9 წაგება აქვთ, ოკლენდელებს შეუძლიათ ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირონ. ამისთვის საჭიროა სტივ კერის შეგირდებმა ბოლო ტურში შინ “მემფისს” მოუგონ, შეხვედრა 14 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას ტეხასელებმა პირველი პერიოდი 19:14 მოიგეს, ხოლო დანარჩენი სამი პერიოდი “მეომრების” გამარჯვებით დასრულდა. “გოლდენ სტეიტის” გამარჯვებაში სტეფ კარიმ ლომის წვლილი შეიტანა, გამთამაშებელმა გუნდს 37 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. “სან ანტონიოში” ლამარკუს ოლდრიჯი 24 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.

0.115155