თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ყაზახურ “ასტანას” უმასპინძლა და გუნდთან, რომელსაც ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა წაგებული, 53:62 დამარცხდა. ქართული კლუბისთვის განსაკუთრებით მწირქულიანი მე-2 და მე-3 მეოთხედები გამოდგა. ლატვიელი ნიკოლაის მაზურსის შეგირდებმა ამ დროს მხოლოდ 17 ქულა ჩააგდეს.
“ვითა” მატჩზე 8-კაციანი შემადგენლობით წარსდგა, რომელთაგან 3 ლეგიონერი იყო: ამერიკელი ანდრე ჯონსი, რუსი ვლადისლავ სტარატელევი და უკრაინელი კონსტანტინ ანიკიენკო, აი, ყველაზე შედეგიანი კი ქართველი ირაკლი ჩლაიძე გახდა 19 ქულით.
10 ქულა მიითვალა ახალგაზრდა მაიზერ რევაზაშვილმა, ხსენებულ ანიკიენკოს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა:L9 ქულა და 9 მოხსნა. ისიც ვთქვათ, რომ ფარზე ბრძოლისას სტუმრების უპირატესობა აშკარა გახლდათ. “ვითას” ჯამში 31 მოხსნა ჰქონდა, “ასტანამ” 30 მოხსნა მხოლოს თავის ფარზე მიითვალა, ჯამში კი 45 მოხსნა მოუგროვდა.
თბილისური კლუბი 29 მატჩში ერთადერთი მოგებით უკანასკნელ ადგილზე იმყოფება, რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩს კი 20 აპრილს, სარატოვში “ავტოდორთან” გამართავს.