ძიუდო

0:05 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

საკლუბო ჩემპიონატზე მებრძოლი 2015 გალიდერდა

დაიწყო საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი უფროსებს შორის, სადაც მონაწილეობს 7 გუნდი: „შევარდენი 2005“, „ლიდერი“, „მებრძოლი 2015“ (სამივე – თბილისი) „ვიპ-ძიუდო“, „ლომჭაბუკი“ (ორივე – გორი), „გლადიატორი“ (გურჯაანი) და „დურმიშხანი“ (ქარელი).

ჩემპიონატი 2 ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპი წრიული სისტემით მიმდინარეობს ანუ ყველა გუნდი ერთმანეთს შეხვდება. პირველი ეტაპის საპრიზო თანხა 147 ათას ლარს შეადგენს.

10 აპრილს პირველი და მეორე ტურის შეხვედრები ჩატარდა. თითოეულ გუნდს 2 შეხვედრა მოუწია.

ლიდერი 4:3 ლომჭაბუკი

დურმიშხანი 5:2 გლადიატორი

ვიპ ძიუდო 4:3 შევარდენი 2005

ლიდერი 4:3 დურმიშხანი

ვიპ ძიუდო 2:5 მებრძოლი 2015

ლომჭაბუკი 3:4 გლადიატორი

შევარდენი 2005 3:4 მებრძოლი 2015

სატურნირო ცხრილი

1. მებრძოლი 2015 14 9 5
2. ლიდერი 14 8 6
3. დურმიშხანი 14 8 6
4. გლადიატორი 14 6 8
4. ვიპ ძიუდო 14 6 8
4. ლომჭაბუკი 14 6 8
4. შევარდენი 2005 14 6 8

ფინალური ეტაპი, რომელშიც 4 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს, შემოდგომაზე გაიმართება და მისი საპრიზო თანხა 160 ათას ლარი იქნება. გამარჯვებული გუნდი 70 ათასს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი – 50 ათასს, მესამეადგილოსანი – 30 ათასს, ხოლო მეოთხედაგილოსანი – 10 ათასს.

სულ საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო თანხა 307 ათას ლარია, მომავალი წლისთვის კი მისი 500 ათას ლარამდე გაზრდა იგეგმება.

www.gjf.ge

0.117179