ფეხბურთი

22:21 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ვერცხლის სინზე" ხელი ჩაიქნია (+VIDEO)

დორტმუნდის “ბორუსიას” “ვერცხლის სინის” მოგების ისედაც მცირე შანსი ჰქონდა, XXIX ტურის შემდეგ კი, კიდევ უფრო შეიმცირა. ტომას ტუხელის გუნდმა მნიშვნელოვანი ორი ქულა რურის დერბიში დაკარგა. ტურის დასკვნით მატჩში კი ლევერკუზენის “ბაიერმა” იმარჯვა და ოთხეულში ფეხი მყარად შეაბიჯა.

მიუხედავად იმისა, რომ “დორტმუნდს” საჩემპიონო შანსი ჰქონდა და თანაც პრინციპული მეტოქე ჰყავდა, ტომას ტუხელმა წამყვანი მოთამაშეების დასვენება ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალის გამო მაინც გადაწყვიტა. “ყვითლების” სასტარტოში მარკო როისი, პიერ ობამეიანგი, ილქაი გუნდოგანი და გენრიხ მხითარიანი ვერ მოხვდნენ, ხოლო მატს ჰუმელსი შესვენების მერე მოედანზე არ გამოჩენილა.

რაც შეეხება თვითონ მატჩს მთლიანობაში სტუმრები უპირტაესობას ფლობდნენ და უკეთ ითამაშეს, ვიდრე “შალკემ”, მაგრამ ეს სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა. პირველმა ტაიმმა უგოლოდ და მოსაწყენად განვლო. სამაგიეროდ, “ველტინს არენაზე” მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და საწყის 20 წუთში 4 გოლიც გავიდა. მათგან პირველი იყო დიდებული: შინჯი კაგავამ საჯარიმოს მისადგომებიდან ფარმანს ბურთი თავზე გადაუგდო და თავისიანები დააწინაურა. მასპინძლებმა მომდევნო შეტევაში გაქვითეს, როცა დაცვაში უხეიროდ მოთამაშე “ბორუსიას” ლეროი სანემ გაუტანა. მერე მატიას გინტერმა ისევ “დორტმუნდი” დააწინაურა, შეხვედრას წერტილი კი კლაას იან ჰუნტელაარმა ზუსტი თერთმეტმეტრიანით დაუსვა, რომელიც მისივე წაქცევისთვის, სამართლიანად დაინიშნა. ახლა, ბუნდელსიგის დამთავრებამდე 5 ტურია დარჩენილი და “ბაიერნი” “დორტუნდს” 7 ქულით სჯაბნის. წესით, “ვერცხლის სინის” ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში კი “ლევერკუზენმა” კიოლნში ადვილად მოიგო – 2:0. როჯერ შმიდტის შგირდებმა მიჯრით მეოთხე მატჩში იმარჯვეს და მე-4 პოზიციაზეა, მდევრებს 3 ქულით უსწრებს (“მაინცს”, “შალკესა” და “გლაბდახს”), ხოლო მესამე ადგილოსან “ჰერტას” ოდენ ქულით ჩამორჩება. მოკლედ, “ბაიერმა” ნელ-ნელა ჩვეული პოზიცია დაიბრუნა.

“შალკე” – “დორტმუნდი” 2:2 (0:0) (მიმოხილვა)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 61 670

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; რეიტერი, მატიპი, ნოიშტადტერი, კოლასინაჩი (აოგო 74); გეისი, ჰოიბერგი; კაისარა (მეიერი 60), ბელჰანდა (ჩუპო-მოტინგი 82), სანე; ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“დორტმუნდი” (3-4-3): ბურკი; ბენდერი, სოკრატისი, ჰუმელსი (მხითარიანი 46); გინტერი, ლეიტნერი (ობამეიანგი 73), საჰინი, დურმი; პულიშიჩი (გუნდოგანი 73), რამოსი, კაგავა

მწვრთნელი: ტუხელი

გოლები: 0:1 კაგავა (49), 1:1 სანე (51), 1:2 გინტერი (56), 2:2 ჰუნტელაარი (66)

გაფრთხილება: კოლასინაჩი (45), რიეტერი (52), ჰოიბერგი (71), ბელჰანდა (81), ნოიშტადტერი (87) – საჰინი (31), სოკრატისი (64), დურმი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 16 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 1:9 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ცვაიერი

“კიოლნი” – “ლევერკუზენი” 0:2 (0:2) (მიმოხილვა)

კიოლნი, “რეინენერჯშტადიონი”

მაყურებელი: 50 000

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; რისე, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ლემანი ჰოსინერი 68), ვოგტი (მლადენოვიჩი 46); ზოლერი (ჰარტელი 78), ბიტენკურტი, გერჰარტი; მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; იედვაი, ტაჰი, რამალიო, ვენდელი; კრამერი, იურჩენკო (მეჰმედი 80); ბელარაბი (კისლინგი 56), ჩალჰანოღლუ, ბრანდტი; ჩიჩარიტო (არანგიზი 73)

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 0:1 ბრანდტი (39), 0:2 ჩიჩარიტო (44)

გაფრთხილება: ჰეინტცი (90) - ვენდელი (9, 90), რამალიო (70), არანგიზი (76)

გაძევება: ბიტენკურტი (90) – ვენდელი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 12 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: გრაფე

0.286359