ჩოგბურთი

13:58 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ფინალში დამარცხდა

ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ და ფრანგმა ვიქტორია მუნტეანმა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ფინალში მარცხი განიცადეს.

ბოლქვაძე და მუნტეანი გადამწყვეტ შეხვედრაში პირველი რეიტინგის მქონე უკრაინელ ოლეკსანდრა კორაშვილს და რუს მარგარიტა ლაზარევას გაეჯიბრნენ და 5:7, 3:6 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ მარიამი ერთეულთა შეჯიბრს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

0.117675