თამაშგარე

11:54 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატას ახალი გულისსწორი ყავს

ვიღაც-ვიღაცეები კი იძახდნენ, ალვარო მორატა ის კაცია, რომელიც თავის სატრფოს, მოდელ მარია პომბოს შეაბერდება და იმის იქით გამხედავი ეგ არარისო, მაგრამ ნურას უკაცრავად! ტურინის “იუვენტუსის” ესპანელმა შემტევმა პომბო ისე კოხტად მიიყურისძირა – თქვენი მოწონებული.

მარიასთან რომანი მოამთავრა თუ არა, ალვარომ ხელები გადაიბანა, ახალ ნიფხავ-პერანგში გამოეწყო და ახალი სატრფოც “დაირტყა”. ალვარომ ახალ გულისსწორის ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოდო და ცხადი გახადა, რომ ქალების ამბავში ამ ბიჭს გემოვნება ნამდვილად აქვს.

მორატას ახალი გულისსწორი იტალიელი სტუდენტი ელის კამპილოა. ჯერჯერობით აპენინების ბულვარულმა მედიამ მხოლოდ ის დაადგინა, რომ ელისი სტუდენტობის გარდა მოდელობითაცაა გატაცებული და ამ საქმეში დიდი მომავალიც აქვს. სამოდელო ბიზნესში რა ვთქვათ და, ალვაროს საწოლში რომ დიდი მომავალი ექნება – ცხადია!

0.157337