ბუნდესლიგის 29-ე ტურის შემდეგ “ბაიერნმა” “დორტმუნდს” ისევ 8 ქულით გაასწრო, თუმცა ისიც სათქმელია, რომ აღნიშნული ტურის მატჩს ტომას ტუხელის გუნდი კვირას ჩაატარებს. ამასობაში კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. გუშინ “ჰერტამ” ვერ მოიგო, დღეს, “გლადბახმა” წააგო.
მიუნხენის “ბაიერნმა” გასვლაზე “შტუტგარტი” ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. თამაშს თავიდანვე ეტყობოდა, რომ “რეკორდმაისტერი” ადვილ 3 ქულას წაიღებდა შინ და ასეც მოხდა. თუმცა, სტუმრები სწრაფადვე არ დაიწნაურებულან და მეტიც, იმაში, რომ პირველი ტაიმი “ბაიერნმა” მოიგო დიდი წვლილი მასპინძელთა მცველ ნიედერმაიერს მიუძღვის, რომელმაც ავტოგლი მიითვალა. მეორე ტაიმი კი ახალი განახლებული გახლდათ, როცა დავიდ ალაბამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მართალია, იქვე დიდავიმ (რომელიც მომავალი სეზონიდან “ვოლფსბურგის” ღირსებას დაიცავს) სხვაობა შეამცირა და თავისი გუნდი თამაშში დააბრუნა, მაგრამ იურგენ კრამნის შეგირდების სურვილს ანგარიშის გათანაბრების თაობაზე ცივი წყალი დუგლას კოშტამ გადაავლო.
მიმდინარე სეზონში “ვოლფსბურგი” ძალზე არასტაბილურია და დიდი ალბათობით, “მგლებს” მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ვიხილავთ. დიტერ ჰეკინგის შეიგრდებს ძალუძთ, მადრიდის “რეალს” პირწმინდად აჯობონ და მერე “მაინც” ვერ მოუგონ. მიუხედავად იმისა, რომ წლეულს “მაინცი” მართლაც კარგად თამაშობს და ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის ზონაშია, “ვოლფსბურგს”, რომელსაც დიდი ამბციები აქვს მასთან 3 ქულის აღება მართებდა. და მაინც, ისიც სათქმელია, რომ ჰეკინგმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა და მათ შორის, იულიან დრაქსლერიც. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, გუნდებმა მეორე ტაიმში თითო გოლი გაცვალეს – 1:1.
“ვოლფსბურგისა” არ იყოს, სტაბილურობით ვერც “გლადბახი” გამოირჩევა. “ბორუსიამ”, რომელმაც წინა ტურში შინ უშუალო კონკურენტი “ჰერტა” გაანადგურა, ამჯერად სტუმრად დებიუტანტ “ინგოლშტადთან” დამარცხდა. სხვათა შორის, დღეს გამართული 6 მატჩიდან “ინგოლშტადტი” ერთადერთი მასპინძელია, რომელმაც მოიგო.
ძალზე მნიშვნელოვანი თამაშები მოიგეს სტუმრად “აუგსბურგმა” და “ჰოფენჰაიმმა”, რომელთაც უშუალო კონკურენტები, შესაბამისად, “ვერდერი” და “აინტრახტი” დამარცხეს. ეს უკანასკნელი, რომელსაც პირველი წრე ურიგოდ არ ჩაუტარებია, II ბუნდესლიგისკენ მიექანება და წესით ძალიან უნდა გაუჭირდეს გერმანულ ელიტაში ადგილის შენარჩუნება.
“აინტრახტი” – “ჰოფენჰაიმი” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)
ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”
მაყურებელი: 51 000
“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჩენდლერი, აბრაჰამი, ძამბრანო (აიჰანი 57), ჯაკპა; სტენდერა, ჰასებე; აიგნერი, კიტელი (ფაბიანი 76), ბენ ჰატირა; კასტაინოსი (სეფეროვიჩი 65)
მწვრთნელი: კოვაჩი
“ჰოფენჰაიმი” (4-2-3-1): ბაუმანი; კადერაბეკი, შარი, სულე, ტოლიანი; სტრობლი, რუდი; კრამარიჩი, ოხსი (ამირი 61), ვოლანდი (პოლანსკი 86); ვარგასი (უტი 46)
მწვრთნელი: ნაგელსმანი
გოლები: 0:1 ამირი (62), 0:2 უტი (90)
გაფრთხილება: სეფეროვიჩი (67), აბრაჰამი (76), აიჰანი (88) – სულე (68), უტი (71), რუდი (76), სტრობლი (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 8 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 11:1
მსაჯი: ბრიხი
“ჰამბურგი” – “დარმშტადტი” 1:2 (0:1) (მიმოხილვა)
ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”
მაყურებელი: 57 000
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, საკაი; ეკდალი (ლასოგა 56), ჰოლტბი; მიულერი, გრეგორიტში (კაჩარი 78), ილიჩევიჩი (ბაჰოუი 67); შიპლოკი
მწვრთნელი: ლაბადია
“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ნიემეირი, გონდორფი; ჰელერი (კემპე 79), ვრანჩიჩი (სირიგუ 84), რაუში (პლატე 82); ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
გოლები: 0:1 სულუ (38), 0:2 გონდორფი (54), 1:2 ჰოლტბი (90)
გაფრთხილება: მიულერი (33), სპაჰიჩი (90), კლებერი (90) – იუნგვეიტი (26). კალდიროლა (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 9 (4) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 5:1
მსაჯი: სიპელი
“ინგოლშტადტი” – “გლადბახი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)
ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”
მაყურებელი: 15 000
“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, კრისტიანსენი; ჰიტერსეერი (კოენი 81), ლეზჩანო (ლეჩკიე 64), ჰარტმანი (ბრეგერიე 90)
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
“გლადბახი” (3-4-1-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; ჯონსონი (ჰერმანი 78), დაჰუდი (ჰინტერეგერი 68), ქსაკა (იანტშკე 46), ვენდტი; სტინდლი; ჰანი, აზარი
მწვრთნელი: შუბერტი
გოლი: 1:0 ჰარტმანი (88)
გაფრთხილება: ოზჩანი (71) - ქსაკა (29)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 51%-48% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ველცი
“შტუტგარტი” – “ბაიერნი” 1:3 (0:1) (მიმოხილვა)
შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”
მაყურებელი: 60 000
“შტუტგარტი” (5-4-1): ტიტონი; კლეინი, სუნჯიჩი, შვააბი, ნიედერმაიერი, ინსუა; ვერნერი, რუპი (ტაშჩი 75), დიდავი, კოსტიჩი; კრავეცი
მწვრთნელი: კრამნი
“ბაიერნი” (3-3-1-3): ნოიერი; კიმიხი (დუგლას კოშტა 75), მარტინესი, ალაბა; რაფინია, ალონსო, ბერნატი; ვიდალი (მიულერი 27); გიოტცე (ალკანტარა 69), ლევანდოვსკი, რიბერი
მწვრთნელი: გვარდიოლა
გოლები: 0:1 ნიედერმაიერი (31, ა.გ), 0:2 ალაბა (52), 1:2 დიდავი (63), 1:3 დუგლას კოშტა (89)
გაფრთხილება: დიდავი (45) – ვიდალი (22), ალონსო (37), ალაბა (60)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 13 (6) ბურთის ფლობა: 28%-72% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 3:6
მსაჯი: დანკერტი
“ვერდერი” – “აუგსბურგი” 1:2 (1:0) (მიმოხილვა)
ბრემენი, “ვეზერშტადიონი”
მაყურებელი: 41 000
“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, გარსია; გრილიტში (კლეინჰესლერი 81); ოზტუნალი (იატაბარე 61), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ბარტლესი (ლორენცენი 88); უჯა
მწვრთნელი: სკრიპნიკი
“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; იანკერი (ჰონგი 86), გუველეეუვი, კლავანი, მაქსი; ოპარე, ბაიერი; ეშვეინი (ბობადილია 38), ალტინტოპი, საიუბი; ფინბოგასონი (ვერნერი 80)
მწვრთნელი: ვეინზიერლი
გოლები: 1:0 გრილიტში (43), 1:1 ფინბოგასონი (53), 1:2 ჰონგი (87)
გაფრთხილება: გებრე სელასიე (68), ფრიტცი (90) - საიუბი (12), ოპარე (50), ფინბოგასონი (70), მაქსი (72), იანკერი (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 4 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: სიბერტი
“ვოლფსბურგი” – “მაინცი” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 30 000
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ტრეში, ნალდო, დანტე, შეფერი (როდრიგესი 78); გუილავოჯი, ლუის გუსტავო; ენრიკე, არნოლდი (კრუსე 66), შურლე; დოსტი (ვიეირინია 71)
მწვრთნელი: ჰეკინგი
“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბალოგუნი, ბელი, დონატი; ბაუმგალტინგერი, ლატცა; კლემენსი (ონისივკო 87), მალი, დე ბლასისი (სამპეირო 61); კორდობა
მწვრთნელი: შმიდტი
გოლები: 1:0 შურლე (52), 1:1 სამპეირო (66)
გაფრთხილება: ნალდო (27), ენრიკე (84), დანტე (86, 90) - ლატცა (3), კლემენსი (72)
გაძევება: დანტე (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 16 (9) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:12 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: პერლი