ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა სკაუტმა ჯანი დი მარციომ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ 2002 წელს იტალიურ კლუბში პორტუგალიელი ვარსკვლავის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო.
“რონალდუს “სპორტინგში” თამაშს თვალს ყურადღებით ვადევნებდი და მის შესახებ სრული ინფორმაცია შევაგროვე. ვესაუბრე ფეხბურთელს და დედამისს. მალე ისინი ტურინშიც ჩამოვიდნენ. რონალდუს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. “სპორტინგთან” გარიგებაში ჩართული გვყავდა მარსელო სალასი, მაგრამ ჩილელმა ბოლო მომენტში უარი თქვა პორტუგალიაში წასვლაზე და ტრანსფერი ჩაშალა” - გაიხსენა La Repubblica-სთან საუბრისას დი მარციომ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ “სპორტინგიდან” 2003 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” 17,5 მილიონ ევროდ შეიძინა.