ფეხბურთი

22:42 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე რაკიცკი გამოარჩიეს

დონეცკის “შახტარის” მცველი იაროსლავ რაკიცკი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. უკრაინელმა უკანახაზელმა გულშემატკივართა ხმების 51% მიიღო და საგრძნობი უპირატესობით ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული სედრიკ ბაკამბუ. “ვილიარეალის” ფორვარდმა , რომელმაც “სპარტასთან” დუბლი შეასრულა, 30% დააგროვა.

მესამეზე “ლივერპულელი” დივოკ ორიჯი გავიდა (15%), ბელგიელმა “დორტმუნდს” გაუტანა, ხოლო მეოთხე პოზოციაზე აღმოჩნდა არიც ადურისი – 4%.

რაც შეეხება საუკეთესოდ აღიარებულ რაკიცკის, მან “ბრაგასთან” 90 წუთი ითამაშა და აღნიშნულ მატჩში ანგარიშიც მან გახსნა.

0.117435