ფეხბურთი

19:43 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. უეფას კვირის გუნდში ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი “სევილიდან” მოხვდა.

ევროპა ლიგის კვირის გუნდი შემდეგნაირია:

მეკარე

რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”) – ვეტერან კიპერის კარგმა თამაშმა “დორტმუნდი” “ლივერპულთან” მარცხისგან იხსნა. განსაკუთრებით, ვაიდენფელერმა მეორე ტაიმის სტარტზე გამოიჩინა თავი.

მცველები

იაროსლავ რაკიცკი (“შახტარი”) – რაკიცკიმ “შახტარის” დაცვას წარმატებით უხელმძღვანელა და მეტიც, “ბრაგას” გოლიც გაუტანა. ეს უკრაინელი მცველის მესამე გოლია ევროთასებზე (61 მატჩში). სხვათა შორის, იგი საპასუხო თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

დეიან ლოვრენი (“ლივერპული”) – ხორვატმა მცველმა მარკო როისი და პიერ ემერიკ ობამეიანგი გაანეიტრალა და “ლივერპულის” დაცვის ხაზში საუკეთესო გახლდათ. ლოვრენის დამაჯერებელმა თამაშმა დიდად განაპირობა ინგლისელთა დადებითი შედეგი “სიგნა იდუნა პარკზე”.

ტიმოთი კოლოჯეჩიაკი (“სევილია”) – მან “ბილბაოსთან” თამაში ცენტრალურ მცველად დაიწყო და მერე მარცხენა ფლანგზეც მოუწია თამაში, რადგან ბენუა ტრემოლინასი დაშავდა. მანვე მნიშვნელოვან მომენტში შეტევაში ივარგა და ანგარიში გაათანაბრა.

ნახევარმცველები

დენის სუარესი (“ვილიარეალი”) – განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში ითამაშა. მეორე გოლში კი უდიდესი როლი ითამაშა. თამაშის ბოლოს გატანა თავადაც შეეძლო.

იულიან ვეიგლი (“დორტმუნდი”) – ახალგაზრდა გერმანელმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა მაღალ დონეზე. “ლივერპულის” წინააღმდეგ იგი თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ევერ ბანეგა (“სევილია”) – “სევილიასთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. Mან “ბილბაოსთან” თამაშის მიმდინარეობა შეცვალა და პირველი გოლი მისი დამსახურებით გავიდა.

რაფა სილვა (“ბრაგა”) – მას მიმდინარე სეზონში უკვე 4 საგოლე პასი ჰქონდა გაკეთებული. “შახტართანაც” მან თავი აქტიურობით გამოიჩინა.

თავდამსხმელები

კევინ გამეირო (“სევილია”) – გამეიროს კარგ თამაშზე “სევილიას” წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული. “ბილბაოს” კარში მეორე გოლისას საგოლე გადაცემა გააკეთა.

არის ადურისი (“ბილბაო”) – მეორე სართულზე თამაშისას ყოვლთვის სახიფათოა. მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა “სევილიასთან” თავისი გუნდი დააწინაურა, როდესაც იკერ მუნიანის ჩაწოდებას გამოეხმაურა.

სედრიკ ბაკამბუ (“ვილიარეალი”) – საფრანგეთში დაბადებულმა ბაკამბუმ “ვილიარეალს” პრაღის “სპარტასთან” მოაგებინა. შედრიკს შეიძლება ითქვას პირველი გოლისას გაუმართლა. 24 წლის ფორვარდს გოლის გატანის შანსები სხვა დროსაც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

0.076305