რაგბი

23:31 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მირცხულავა „ტულუზში“ ითამაშებს

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის „ტარბის“ ქართველი ბურჯი ირაკლი მირცხულავა, ერთი კვირის განმავლობაში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, „ტულუზში“ ვარჯიშობდა.

ფრანგული პრესის ცნობით, ტულუზელები 27 წლის მორაგბის დამატებას გეგმავენ და ეს ერთკვირიანი დაკვირვება მისი შესაძლებლობების უკეთ გაცნობას ისახვდა მიზნად.

მირცხულავა „ტარბის“ 2010 წელს შეუერთდა და ამავე კლუბთან 2012 წელს პირველი პროფესიული კონტრაქატი გააფორმა. გასულ სეზონში მთელი გუნდის შერკინება ფაქტობრივად მის კისერზე იდგა და 17 მატჩიდან 16 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ორი ლელო გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 8 თამაში აქვს ჩატარებული.

www.worldrugby.ge

0.120287