საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოვა. ევროპირველობას ნორვეგიის ქალაქი ფორდე უმასპინძლებს, შეჯიბრება 10 აპრილს დაიწყება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ნორვეგიაში წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. ევროპის ჩემპიონატზე 8 ვაჟი და ერთი გოგონა გამოვა. გუნდშია ნაკრების ლიდერი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105 კგ), ასევე მოქმედი ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე (+105). შეგახსენებთ, ძალოსანთა ნაკრებს მოპოვებული აქვს რიოს ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია. ტალახაძე რიოში მედლის მოპვების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
11 აპრილი - რამინ შამილიშვილი (62 კილოგრამი)
12-13 აპრილი - ირაკლი გაბრიჭიძე (77 კილოგრამი)
13-14 აპრილი - რევაზ დავითაძე (85 კილოგრამი)
14-15 აპრილი - რაულ ცირეკიძე (94 კილოგრამი)
14-15 აპრილი - ალუდა მანაგაძე, გიორგი ჩხეიძე (105 კილოგრამი)
16 აპრილი - ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (+105 კილოგრამი)
16 აპრილი - ანასტასია გოტფრიდი (+75 კილოგრამი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ასანიძე
მწვრთნელები: ავთანდილ გახოკიძე, გიორგი ცირეკიძე, სერგეი რომანოვი
ექიმი: გიორგი ჭინჭარაული
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური