ფეხბურთი

15:45 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა - XXIX ტურის ინტრიგა გელზენკირხენშია

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტური დღეს ტრადიციულად ერთი მატჩით დაიწყება და შაბათ-კვირას გაგრძელდება. ტურის უდავოდ ცენტრალური მატჩი გელზენკირხენშია ჩანიშნული, სადაც რურის დერბია: “შალკე” – “დორტმუნდი”.

აღნიშნული გუნდების თამაში რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის პრინციპულია და ამჟამად ამას სატურნირო ცხრილის მნიშვნელობაც ემატება. “დორტმუნდს” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა ტომას ტუხელი ბიჭები ჯერ კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვიან. “ბორუსია” ლიდერ “ბაიერნს” 5 ქულით ჩამორჩება და თუ წარმატებაზე ფიქრი უნდა, დარჩენილი თამაშები უნდა მოიგოს. “ყვითლებმა” გუშინ ევროპა ლიგაზე შინ ინგლისურ “ლივერპულთან” ვერ მოიგეს. დორტმუნდელებმა ინგლისელთა წინააღმდეგ არცთუ კარგი თამაში აჩვენეს და ახლა საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტირებაა საჭირო.

რაც შეეხება “შალკეს”, “ხუმარების” ერთადერთი საზრუნავი სეზონის დარჩენილ ნაწილში ბუნდესლიგაა. ანდრე ბრეიტენრეიტერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, რა გამოუვა ამ საქმიდან არავინ იცის, მაგრამ ამჟამად ჩამორჩენა კინკილა ქულას შეადგენს...

მოქმედი ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი “ბაიერნი” გასვლაზე “შტუტგარტს” ეთამაშება. პეპ გვარდიოლა გადახალისებული შემადგენლობით აპირებს თამაშს, მაგრამ “ბაიერნი” სათადარიგოებითაც შთამბეჭდავად გამოიყურება. წესით, “რეკორდმაისტერს” ხვალინდელ თამაშზე მეტად, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალი უნდა აფიქრებდეს, სადაც “ბენფიკას” ოთხშაბათს ეთამაშება და ერთბურთიანი უპირატესობა აქვს შესანარჩუნებელი. თავის მხრივ, “შტუტგარტიც” სამშვიდობოსაა და “ბაიერნთან” საკუთარი ქომაგების გახარებას თუ შეეცდება.

დღეს კი, ბერლინში ადგილობრივი “ჰერტა” წინა ტურში მიღებული შოკიდან გამოსვლას და მესამე ადგილის გამყარებას ეცდება. პალ დარდაის შეგირდებს ისეთი მეტოქე ჰყავთ, წესით ადვილად უნდა მოიგონ. “ჰანოვერი” ხომ წელს ყველასთვის მსუყე ლუკმაა და II ბუნდესლიგას აღარაფერი აცილებს.

“ჰერტა” – “ჰანოვერი”

ბერლინი, “ოლიმპშტადიონი”

8 აპრილი, 22:30 საათი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, შტარკი, პლატენჰარდტი; ლუსტენებრგერი, სკიელბერგი, ჰარაგუჩი, დარიდა, კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მილოშევიჩი, შულცი, სორგი; შMიედებახი, ჰოფმანი; კარამანი, კიოტაკე, ბეხი; სობიეხი

მწვრთნელი: სტენდელი

მსაჯი: ბრანდი

“ჰამბურგი” – “დარმშტადტი”

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

9 აპრილი, 17:30 საათი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, საკაი; ეკდალი, იუნგი; მიულერი, გრეგორიტში, ილიჩევიჩი; შიპლოკი

მწვრთნელი: ლაბადია

“დარმშტადტი” (4-2-2-1-1): მატიეინია; იუნგვეიტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ნიემეიერი, გონდრფი; ჰელერი, რაუში; ვრანჩიჩი; ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

მსაჯი: სიპელი

“შტუტგარტი” – “ბაიერნი”

შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”

9 აპრილი, 17:30 საათი

“შტუტგარტი” (3-2-2-2-1): ტიტონი; სუნჯიჩი, შვააბი, ნიედერმაიერი; კლეინი, ინსუა; რუპი, გენტნერი; დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი

მწვრთნელი: კრამნი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი, მარტინესი, ალაბა; ალონსო; კომანი, როდე, გიოტცე, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

მსაჯი: დანკერტი

“ვერდერი” – “აუგსბურგი”

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

9 აპრილი, 17:30 საათი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, გარსია; გრილიტში; ოზტუნალი, იატაბარე, იუნუზოვიჩი, ბარტლესი; უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“აუგსბურგი” (4-1-1-3-1): ჰიტცი; იანკერი, გუველეუვი, კლავანი, მაქსი; ბაიერი; კორი; ბობადილია, ალტინტოპი, საიუბი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: ვეინზიერლი

მსაჯი: სიბერტი

“აინტრახტი” – “ჰოფენჰაიმი”

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

9 აპრილი, 17:30 საათი

“აინტრახტი” (4-1-4-1): ჰრადეცკი; ჩენდლერი, ძამბრანო, რუსი, ჯაკპა; ჰასებე; აიგნერი, სტენდერა, ჰუსჟტი, ბენ ჰატირა; კასტაინოსი

მწვრთნელი: კოვაჩი

“ჰოფენჰაიმი” (4-1-2-2-1): ბაუმანი; კადერაბეკი, სულე, ბიჩაკჩიჩი; ტოლიანი; სტრობლი; რუდი, ამირი; უტი, ვოლანდი; კრამარიჩი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

მსაჯი: ბრიხი

“ინგოლშტადტი” – “გლადბახი”

ინგოლშტადტი, აუდი სპორტპარკი”

9 აპრილი, 17:30 საათი

“ინგოლშტადტი” (4-1-2-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; როგერი; გროსი, კრისტიანსენი; ჰარტმანი, ლეზჩანო, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“გლადბახი” (3-4-2-1): სომერილ ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; ჯონსონი, დაჰუდი, ქსაკა, ვენდტი; სტინდლი, აზარი; ჰანი

მწვრთნელი: შუბერტი

მსაჯი: ველცი

“ვოლფსბურგი” – “მაინცი”

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

9 აპრილი, 20:30 საათი

“ვოლფსბურგი” (4-1-2-2-1): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო; გუილავოჯი, არნოლდი; ენრიკე, შურლე; კრუსე

მწვრთნელი: ჰეკინგი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; ბაუმგალტინგერი, ლატცა; კლემენსი, მალი, იარო; კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: პერლი

“შალკე” – “დორტმუნდი”

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

10 აპრილი, 17:30 საათი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, კოლასინაჩი; გეისი, ჰოიბერგი; შოპფი, ბელჰანდა, სანე; ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; გუნდოგანი, ვეიგლი; მხითარიანი, კაგავა, როისი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

მსაჯი: ცვაიერი

“კიოლნი” – “ლევერკუზენი”

კიოლნი, რეინ ენერჯი შტადიონი”

10 აპრილი, 19:30 საათი

“კიოლნი” (3-4-2-1): ჰორნი; მაროჰი, მავრაი, ჰეინტცი; რისე, ლემანი, გერჰარდტი, ჰექტორი; ზოლერი, ბიტენკურტი; მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; იედვაი, რამალიო, ტაჰი, ვენდელი; ბენდერი, ჩალჰანოღლუ; ბელარაბი, ბრანდტი; კისლინგი, ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: გრაფე

თეგებიბუნდესლიგა
0.114329