10 აპრილს ძიუდოს აკადემიაში სტარტს აიღებს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უფროსებს შორის. ეს ტურნირი ერთ-ერთია ფედერაციის მიერ შემუშავებული მრავალრიცხოვან ნოვაციათაგან და მას დიდი ინტერესით ელის ქართული ძიუდოს სამყარო, რადგან აღნიშნული წამოწყება შეიძლება რევოლუციური გამოდგეს არა მხოლოდ ძიუდოში, არამედ მთლიანად ქართულ სპორტში.
ჩემპიონატის ჩატარების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მთელი წლის განმავლობაში როგორც წამყვან, ასევე სათადარიგო სპორტსმენებს არ მოაკლდეთ საშეჯიბრო პრაქტიკა, მუდმივად იყვნენ ფორმაში და ფინანსური კუთხითაც შეძლონ მომძლავრება.
შეჯიბრში მონაწილეობს 7 გუნდი: "შევარდენი 2005", “ლიდერი”, “მებრძოლი 2015” (ყველა თბილისი), "ვიპ-ძიუდო" და "ლომჭაბუკი" (ორივე გორი), ქარელის "დურმიშხანი" და გურჯაანის "გლადიატორი".
წარდგენილი ძიუდოისტების ჩამონათვალის მიხედვით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უაღრესად საინტერესო სანახაობას უნდა ველოდეთ.
თითოეულ გუნდში არიან სპორტსმენები 7 წონითი კატეგორიიდან: 60კგ, 66კგ, 73კგ, 81კგ, 90კგ, -100კგ და +100კგ.
თავდაპირველად დაანონსებულ სიებში ორი ცვლილება განხორციელდა . სამწუხაროდ, კვირას თბილისის ტატამზე ვერ ვიხილავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ამირან პაპინაშვილს (60 კგ) და უშანგი მარგიანს (81 კგ).
პაპინაშვილი თავის წონაში ოლიმპიადაზე წამსვლელ მთავარ კანდიდატად განიხილება და სხვა პირველ ნომრებთან ერთად ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება, ხოლო რაც შეეხება მარგიანს, იგი ამ ბოლო დროს წონის კლების პრობლემას უჩიოდა.
გულშემატკივრები ბოლო პერიოდში სპორტსმენის ნაკლებად წარმატებულ გამოსვლებს სწორედ ამით ხსნიდნენ, რაც მოვლენების განვითარებამ დაადასტურა კიდეც - თბილისის გრან პრი-ზე დასუსტებული მარგიანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, იქედან ერთი კვირის თავზე კი სამსუნში უკვე მისთვის ახალ, 90 კგ კატეგორიაში იჭიდავა.
ვერ ვიტყვით მომავალში მარგიანი საბოლოოდ ახალ წონაში დამკვიდრდება თუ ისევ ძველ, 81 კგ-ს დაუბრუნდება, მაგრამ ზეგინდელ საკლუბო ჩემპიონატში ის სავარაუდოდ მონაწილეობას არ მიიღებს.
საქმე იმაშია, რომ უშანგი ამ ტურნირისთვის იმთავითვე 81 კგ-ში დარეგისტრირდა და შესაბამისად სხვაგან ვერ დადგება.
ერთადერთი შეღავათი მისთვის შეიძლება ეს იყოს : ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს კარს მომდგარი სხვა შეჯიბრების აქტუალურობაც და სპორტსმენთათვის ანგარიშგასაწევ პირობას დათანხმდნენ - იქნება წონის დაშვება +2 კგ.
პაპინაშვილის და მარგიანის დანაკლისი მნიშვნელოვანია ( მათ სხვა ძიუდოისტები ჩაანაცვლებენ სარეზერვო სიებიდან), თუმცა ვფიქრობთ სატურნირო შემადგენლობა მაინც ძალიან სოლიდურია. ეროვნული ნაკრების მეორე ნომრები, ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი სახეები უდიდეს ინტერესს სძენენ ჩემპიონატს.
კენჭისყრა გაიმართება 9 აპრილს, რის შედეგადაც გაირკვევა შეხვედრების თანმიმდევრობა და განრიგი. მათ შორის ისიც, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს კვირა დღეს დაგეგმილ პირველ ორ ტურში.
შეჯიბრი როგორც აღვნიშნეთ, ჩატარდება 10 აპრილს და გაიმართება I საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ორი ტური. დასაწყისი 10:00 საათზე.
ტურნირს სპორტული მხარის გარდა ერთი დიდი ინტრიგაც ახლავს თან: სოლიდური საპრიზო ფონდი ( მხოლოდ პირველი საშეჯიბრო დღის ბიუჯეტი 49 000 ლარია ).
ნებისმიერ გუნდს მისი თითოეული სპორტსმენის ყოველ მოგებულ შეხვედრაზე დაერიცხება 1000 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ორთაბრძოლა არ იქნება იოლად გასავლელი.
ამის გათვალისწინებით ადვილი მისახვედრია, ქართული სპორტისთვის თუ როგორი ისტორიული მოვლენის წინ ვდგავართ და რაოდენ უშეღავათო ორთაბრძოლების მომსწრე შეიქნება ძიუდოს აკადემიაში მისული გულშემატკივარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინმე თუ ესწრებოდით, დაწერეთ რა ხდება ვინ როგორ გამოვიდა. პერსონალურად საინტერესოა შედეგები.
სულ 49 სპორტსემი იყო და ძნელია ყველაზე დაწერა. ყველაზე მაგარი შეხვედრა კაციაშვილი-გიგანი იყო. კაციაშვილმა მოიგო. კარგი იყო ბუღაძე, ჯუღელი, ჩხვიმიანი, ზებედამაც ტრავმის მიუხედავად ორივე მოიგო, პაპუნაშვილმაც თავისი უჩვეულო სტილით მოიგო ერთი სიტყვით ვინმე კონკრეტულზე თუ გაინტერესებს მკითხე და გეტყვი.
მადლობა, ინფორმაციისათვის.
stripslashes((strlen('http://gjf.ge/geo/news?info_id=758')>0?'http://gjf.ge/geo/news?info_id=758':'http://gjf.ge/geo/news?info_id=758'))
საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო
2016-04-10 11:44:52
დაიწყო საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი უფროსებს შორის, სადაც მონაწილეობს 7 გუნდი: „შევარდენი 2005“, „ლიდერი“, „მებრძოლი 2015“, (სამივე თბილისი) „ვიპ-ძიუდო“, „ლომჭაბუკი“ (ორივე გორი), „გლადიატორი“ ( გურჯაანი) და „დურმიშხანი“ (ქარელი).
ჩემპიონატი ჩატარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპი ჩატარდება წრიული სისტემით, ანუ ყველა გუნდი ერთმანეთს შეხვდება. პირველი ეტაპის საპრიზო თანხა შეადგენს 147 ათას ლარს.
10 აპრილს ჩატარდა პირველი და მეორე ტურის შეხვედრები, თითოეულმა გუნდმა ჩაატარა 2 შეხვედრას. სულ ჩატარდა 7 მატჩი:
ლიდერი 4 - 3 ლომჭაბუკი
დურმიშხანი 5 - 2 გლადიატორი
ვიპ ძიუდო 4 - 3 შევარდენი 2005
ლიდერი 4 - 3 დურმიშხანი
ვიპ ძიუდო 2 - 5 მებრძოლი 2015
ლომჭაბუკი 3 - 4 გლადიატორი
შევარდენი 2005 3 - 4 მებრძოლი 2015
2 ტურის შემდეგ გათამაშების ცხლილში დაწინაურდა "მებრძოლი 2015"
გათამაშების ცხრილი 2 ტურის შემდეგ
შეხვედრა მოგება წაგება
1 მებრძოლი 2015 14 9 5
2 ლიდერი 14 8 6
3 დურმიშხანი 14 8 6
4 გლადიატორი 14 6 8
4 ვიპ ძიუდო 14 6 8
4 ლომჭაბუკი 14 6 8
4 შევარდენი 2005 14 6 8
"ლიდერი" მეორე ადგილზეა "დურმიშხანთან" პირადი შეხვედრის მოგების გამო.
ფინალური ეტაპი, სადაც 4 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს, გაიმართება შემოდგომაზე და მისი საპრიზო თანხა შეადგენს 160 ათას ლარს. გამარჯვებული გუნდი მიიღებს 70 ათასს. მეორე ადგილზე გასული - 50 ათასს, მესამე გუნდი - 30 ათასს და მეოთხე გუნდი - 10 ათასს.
სულ საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო თანხა შეადგენს 307 ათას ლარს.
მომავალი წლისთვის იგეგმება საპრიზო თანხის გაზრდა 500 ათას ლარამდე.
ვერ გავიგე 49000X3=147000, ასეთი პრემია 3 ტურსაც ეყოფოდა დებულებიდან გამომდინარე, მე კი ვიცი რომ მხოლოდ 2 ტური ჩატარდა, იქნებ ახსნათ რით არის გამოწვეული ეს სხვაობა?
მეც რამდენადაც ვიცი 49000 დღევანდელ დღეს იყო გამოყოფილი 2 ტურზე, სულ პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს 6 ტური(ყველა ყველას წინააღმდეგ), ე.ი. კიდევ დარჩა 4 ტური ანუ 49000 ლარი 2 ტურზე(1 დღეში ტარდება 2 ტური, სადაც გამოყოფილია 49000 ლარი) და კიდევ 49000 ლარი 2 ტურზე. ჯამში მთლიანად გამოდის 49000X3(დღეზე)=147000. ეს თანხა გამოყოფილია პირველ ეტაპზე.
მე-2 ეტაპზე გადის 4 საუკეთესო გუნდი სადაც საპრიზო თანხა 160000 ლარს შეადგენს, რომელიც 4-ვე გუნდებზე ნაწილდება(ზემოთ წერია)
1-ლი და მე-2 ეტაპის საპრიზო ფონდი შესაბამისად გამოდის 147000+160000=307000 ლარი.
ზუსტად ეს თანხაა გამოყოფილი წლევანდელ ტურნირზე.
გაისად გვპირდებიან რომ ეს თანხა გაიზრდება 500 000 ლარამდე.
დღეს დავესწარი შეჯიბრებას, მაგრამ მალე მომიწია წამოსვლა, მხოლოდ 1-ელ ტურს დავესწარი, შეხვედრები დაძაბული გამოდგა, ვიპ ძიუდო - შევარდენი 2005-ზე(4-3) ვიტყვი, რომ ანგარიში ქულა ქულაზე მიდიოდა და მხოლოდ ბოლო შეხვედრამ გამოავლინა გამარჯვებული. ისე როგორც ანგარიშებიდან ჩანს 7 შეხვედრიდან 5 შეხვედრა 4-3 დამთავრდა.
გეთანხმები
ისე საინტერესოა 2 ტურზე დებულების დაწერა, შემდეგ 2 და ბოლო 2-ზე კიდევ ცალკცალკე უნდა დაწერონ? და ფინალურზე კიდევ ცალკე. ასეთი რამ ჯერ არ მსმენია. დაეწერათ 1 საერთო დებულება.
კი ბატონო, ესეც დაეწერათ და + მთლიანი საპრიზო ფონდიც, თუ რომელ ეტაპზე რამდენი თანხა იქნებოდა გამოყოფილი.
stripslashes((strlen('https://youtu.be/G98ssd6sLaQ')>0?'https://youtu.be/G98ssd6sLaQ':'https://youtu.be/G98ssd6sLaQ'))
ტელეტრანცილაცია ან სტრიმი თუ იცით ვინმემ კაცურად..
ანუ როგორც დებულებაში წერია, ერთ მოგებაზე კომკრეტულ სპორტსმენს შეხვდება 350 ლარი და მწვრთნელს - 50 ლარი. ამას დაემატება დარჩენილი 600-დან მერვედი, რაც შეადგენს 75 ლარს თითოეულზე (ანუ 7 სპორტსმენსა და მწვრთნელს 75-75 ლარი). მაქსიმუმ რაც ამ 2 ტურში პირადი შრომით შეხვდება სპორტსმენს, ე.ი 2 შეხვედრის მოგებით, არის (350+75)*2=950 ლარი. თუ ძალიან წარმატებულად გამოვიდა გუნდი და ორივე შეხვედრა მოიგო ანგარიშით 7:0, მაშინ სპორტსმენის მაქსიმალური გასამრჯელო შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2450 ლარი, (თავის მონაგარს 950 დაემატება 2*6000/8=1500ლარი, სულ 950+1500=2450ლარი), რაც მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი, რადგან სპორტსმენები კლუბებში მეტნაკლებად თანაბარი ძალისანი გადაანაწილეს. ეს მაქსიმალური თანხა 2450 ლარი დაახლოებით უტოლდება (ეხლა დოლარის კურსის დაწევის გამო ცოტა მეტია) ევროპის ღია პირველობის მომგები სპორთსმენის პრემიას - 1000 დოლარს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თვით სასწაულებრივად გამართლების შემთხვევაშიც კი, მიმაჩნია რომ გადასახდელი საპრიზო ფონდი სულაც არ არის მაღალი და არც ევროპულ საკლუბო სტანდარტებს შეესაბამება.
თუ გავითვალისწინებით რომ წლის განმავლობაში 7 ტური ჩატარდება, საკლუბო ჩემპიონატის გამართვა, პროგრესული ნაბიჯია და ძიუდოს განვითარებას აუცილებლად წაადგება.
6 ტური ჩატარდება
წრიულად ეგრე ჯობდა ეხლა სიტუაცია შეიცვალა და დასკვნით შეხვედრებზე მხოლოდ ნახევარფინალები და ფინალები ჩატარდება ანუ კიდე 2 ტური სულ 4. ანუ ნახევარფინალები და ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის.
stripslashes((strlen('http://gjf.ge/kalendari/2016-debuleba-club-10apr.pdf')>0?'http://gjf.ge/kalendari/2016-debuleba-club-10apr.pdf':'http://gjf.ge/kalendari/2016-debuleba-club-10apr.pdf'))
0?'>http://gjf.ge/kalendari/club-2016-I-II-turi.pdf':'>http://gjf.ge/kalendari/club-2016-I-II-turi.pdf'))
ჯაბა, წარმატებას გისურვებ ! ! !
ძალიან მემედება ჩვენი ბიჭების ოლიმპიადაზე. იმედია ყველაფერი კარგად და სწორად განვითარდება და შედეგიც ლოგიკური იქნება
მეც ძალიან იმედიანად ვარ
დზალიან ცუდს მიგრძნობს გული თითო მოგებაზე რომ 1000 ლარი წერია. იმედია ვცდები მაგრამ დიდი აყალმაყალის სუნი მცემს. ჩემი აზრით ამხელა საპრიზო ფონდი პირველივე გამარჯვებაზე არ უნდა იყოს.
1000 ლარი ხომ გუნდზეა 7 კაცი პლუს მწვრთნელი რა ბევრია?
უკაცრავად დებულება არ მქონდა წაკითხული წავიკითხავ და მერე დავწერ ჩემს აზრს.
მე მგნია რომ კარგია. მთავარია მსაჯობამ არ გააფუჭოს და დანარჩენი პირიქით ძალიან დიდი მოტივაციაა განსაკუთრებით ახალგაზრდა სპორცმენებისათვის და ზოგადად ძიუდოს განვითარებისთვის
საქმეც სწორედ მსაჯებზე ხელის შეხოცვაშია. აქ ხომ გადაწყვეტილებების პატივისცემა ხომ გრეხია. რაგბის მსაჯი დაჭრეს და ძიუდოსი უკვე მეცოდება მითუმეტეს ასეთი სოლიდური თანხა რომ დევს დასაწყისშივე.
stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/90391-vazha-margvelashvili-minda-olimpiadaze-siurprizi-shemogthavazoth.html')>0?'http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/90391-vazha-margvelashvili-minda-olimpiadaze-siurprizi-shemogthavazoth.html':'http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/90391-vazha-margvelashvili-minda-olimpiadaze-siurprizi-shemogthavazoth.html'))
მარგველას სტატიაა.....კაი კაცია,წარმატება ვუსურვოთ
"დოპინგ-სკანდალი: ნუგზარ ტატალაშვილისთვის საშიში კონკურენტი ჩავარდა"_იტყობინება sportall.gestripslashes((strlen('http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/90496-doping-skandali-nugzar-tatalashvilisthvis-sashishi-konkurenti-chavarda.html')>0?' http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/90496-doping-skandali-nugzar-tatalashvilisthvis-sashishi-konkurenti-chavarda.html':' http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/90496-doping-skandali-nugzar-tatalashvilisthvis-sashishi-konkurenti-chavarda.html'))
იარცევი არც ტატალასთვის და არც შავისთვის დიდ საფრთხეს არც წარმოადგენდა აქ სულ სხვა ხალხია ფავორიტებში..იაპონელები ვისაც დააყენებენ (ნაკაი,ონო,აკომოტო) სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ანი,ჩრდილო კორეელი ჰონგი,მონღოლები სანჯარგალი ან განბაატარი აზერი ორუჯოვი,ებრაელი მუკი....აი პულიაევი კი მართლაც ერთერთი ფავორიტი იყო 66-ში...
დაწერეთ რა კლუბებიდან მონაწილეთა შემადგენლობა
სია ბიჭებო...უფრო სწორედ "ლისტი" :-)
stripslashes((strlen('http://gjf.ge/kalendari/club-2016-Semadgenloba-gundebi.pdf')>0?'http://gjf.ge/kalendari/club-2016-Semadgenloba-gundebi.pdf':'http://gjf.ge/kalendari/club-2016-Semadgenloba-gundebi.pdf'))
მადლობა კაი კაცი.
იმედია დაიმკვიდრებს ეგ ჩემპიონატი თავს
მივესალმები საკლუბო სისტემაზე გადასვლას,არა მარტო ძიუდოშისპორტის ყველა სახეობაში...მაგრამ რამდენიმე კითხვა მაქვს...1-რა იურიდიული სტატუსი აქვთ ამ კლუბებს?...2-საიდან ფინანსდებიან?...3-გააჩნიათ თუ არა რაიმე ინფრასტრუქტურა ანუ დარბაზი?...4-ხომ არაა ეს ხელოვნურად შექმნილი კლუბები რომლებიც ვერ შეძლებენ კონკრეტული მფლობელის და სპონსორების გარეშე არსებობას?.. და ბოლოს ჩემი აზრით თუ ეს კლუბები რეალურად გააგრძელებენ არსებობას და ექნებათ სათანადო დაფინანსება კარგი იქნებოდა ძლიერი ლეგიონერების მოწვევა,რასაკვირველია რაღაც ლიმიტის ფარგლებში ანუ თითო კლუბს არ უნდა ჰყავდეს არაუმეტეს 3 ან 4 ლეგიონერის....
სიმართლე გითხრა არ ვიცი, თუმცა ჩემი რჩევაა, რომ იურიდიულად უნდა დაფიქსირდნენ როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული)წევრობაზე დაფუძნებული საზოგადოებები და არა შპს (სამეწარმეო სტატუსის მქონე). დაფინანსებას მიიღებენ ძიუდოს ფედერაციიდან ასევე ამავე სტატუსის მქონე ორგანიზაციიდან, რომელიც სუბსიდიების სახით ფინანსდება სპორტის სამინისტროდან. გარდა ამისა უფლება ექნებათ მიიღონ შემოწირულობები, გრანტები და სხვა დახმარებები, ასევე საწევრო გადასახადების სახით მიღებული შემოსავლები. არ დაიბეგრებიან დღგ–ით, მოგებისა და ქონების გადასახადებით. (დაიბეგრება მარტო ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 20%–იანი განაკვეთით. უფლება ექნებათ ეკონომილური საქმიანობის, რომელსაც არ ექნება არსებითი ხასიათი. დანარჩენი თქვენს მიერ დასმული საკითხები წარმოადგენს წმინდა საორგანიზაციოს და ეფექტურ მენეჯმენტზე უმდა იყოს გათვლილი.
ისტორიულს უწოდებთ და ერთი წესიერი სტატია დაგეწერათ. ეს რა არის??? ფინანსურად როგორ არის გამართული? შემოსავალი საიდან ტურნირის ორგანიზატორს რომ ჯილდოს თანხები გასცეს? ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლით, ტვ-პროდუქტი იქნება თუ რა საშუალებით?
იქნებ გუნდების შემადგენლობებიც დაგეწერათ
0?'>http://gjf.ge/kalendari/club-2016-Semadgenloba-gundebi.pdf':'>http://gjf.ge/kalendari/club-2016-Semadgenloba-gundebi.pdf'))
ძალიან საინტერესოა, ტელეტრანსლირება ან სტრიმი იგეგმება იმედია.