ფეხბურთი

14:26 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” მსაჯების დასჯას ითხოვს

საქართველოს სამგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” საქართველოს ფეხბუთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს სპეციალური განცხადებით მიმართვას.

აღნიშნულ წერილში საუბარია “დინამო” თბილისისა და “ტორპედოს” (2:1) მატჩის ბოლო წუთზე დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე. იმერული კლუბის ხელმძღვანელობა სფფ-ს ამ ეპიზოდის ხელმეორე განხილვას სთხოვს და საბოლოო დასკვნის შედეგად, მსაჯების მიმართ ზომების მიღებას.

შეგახსენებეთ, “დინამო” – “ტორპედოს” შეხვედრის 93-ე წუთზე სტუმართა კარში გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა, რომელმაც იმ თამაშის ბედი გადაწყვიტა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს (VIDEO).

0.116932