ვიქტორია აზარენკამ მარტის თვეში “მაიამის” და “ინდიან-უელსის” მასტერსები მოიგო, 12-დან თორმეტივე შეხვედრა თავის სასარგებოდ დაასრულა და WTA-მ მარტის თვის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარა.
“ძალიან გრძელი თვე გამოვიდა, სადაც ბევრი ბრძოლის გადატანა მომიხდა. ამაყი ვარ, რომ შევინარჩუნე ძალა, ფოკუსირება მხოლოდ თამაშებზე მომეხდინა და არა სხვა რამეზე. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და სირთულეებს გაურბის”- განაცხადა აზარენკამ.
მარტში ვიკამ რეიტინგში საგრძნობი პროგრესი განიცადა, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, რაც 2014 წლის შემდეგ არ მომხდარა.