კალათბურთი

12:40 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანკანმა რეჯი მილერს გადაასწრო

“სან ანტონიოს” ლიდერმა 39 წლის ტიმ დანკანმა ნბა-ს რეგულარულ სეზონებში 1390 თამაში ჩაატარა, რითაც “ინდიანას” ლეგენდას რეჯი მილერს გადაასწრო (1389 მატჩი).

ამ მაჩვენებლით დანკანი ნბა-ს ისტორიაში მერვე ადგილზეა, ტიმის მორიგ სამიზნე ჯეისონ კიდის 1391 მატჩია, რომელსაც სავარაუდოდ ამავე სეზონში მოხსნის.

ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა რობერტ პერიშს (1611 მატჩი) აქვს ჩატარებული.

0.121177