ფეხბურთი

11:47 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრები ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო მატჩისთვის ემზადება (+VIDEO)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 2016 წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი ჩეხეთის ნაკრებს ქალაქ ოპავაში დაუპირისპირდება. ქალთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ატარებს. ჩეხეთთან შეხვედრას ეროვნული ნაკრების ერთერთი ლიდერი, გულნარა გაბელია ტრავმის გამო გამოაკლდა.

საქართველოს ნაკრები, 18 მოთამაშის შემადგენლობით, ჩეხეთში 11 აპრილს გაემგზავრება. გუშინ კი, გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრო.

ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩეხეთისა და საქართველოს ქალ ფეხბურთელებს შორის 12 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი თამაში ჩეხეთმა 3:0 მოიგო.

სფფ-ს პრესსამსახური

0.126013