თამაშგარე

11:31 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდურასულ-ქართული ამბავი

ცხრა მთას, ცხრა ზღვასა და ცხრა სახელმწიფოს იქით, მდებარეობს ერთი პატარა, მაგრამ დიდი გაქანების მქონე ქვეყანა სახელად ჰონდურასი. მიუხედავად იმისა, რომ ჰონდურსში ცხოვრების დონე სულაც არაა ტკბილი და საამო, ამ ქვეყნის სანახავად მაინც ბევრი ადამიანი იდგამს წელებზე ფეხს და თვითმფრინავში სკუპდება.

წახვალ, აბა როგორ არ წახვალ, როდესაც დარწმუნებით იცი, რომ ჰონდურასში ისეთი ტურფა ასულები გელოდებიან, როგორიც მაგალითად ყოფილი ჩოგბურთელი, ანა-კაროლინა ნასაბრიაა. განა რამე - ჩვენ ამ ქალზე უტურფესნიც გვინახავს, მაგრამ იქ სადაც ანა რიგითი ლამაზმანია, სხვებზე რაღა უნდა თქვა?...

ანა-კაროლინა სანაბრიამ ერთი პერიოდი მოდელობასაც მიჰყო ხელი, "მის ჰონდურასიც" გახდა და დიდი ამბით იპლაკებოდა ფოტოობიექტივის წინ, მაგრამ ჭეშმარიტად ქართული ამბავი დაემართა - ფულიან ბიძას ცოლად გაჰყვა და მხრებზე პლედი ისე მოიფარა, თითქოსდა ბარძაყებს მზეზე ჩვენ ვაციალებდეთ. რას ვიზამთ, სამხრეთელი ხალხი ვართ...

0.1193