ჩოგბურთი

0:35 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ზედიზედ მე-2 კვირაა, ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირებზე მარცხის გარეშე ირჯება.

მე-4 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ამჯერადაც სეტის წაგების გარეშე მოიგო და ერთეულთა შეჯიბრში მეოთხედფინალშია გასული. მარიამმა კვალიფიკაციის ერთ-ერტი გამარჯვებული ჯულია კრეშენცი (იტალია) 6:2, 6:2 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ მარგარიტა სკრიაბინას (რუსეთი) ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემ და ფრანგმა ვიქტორია მუნტეანმა ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწიეს. მათთან სათამაშოდ პირველი რეიტინგის მქონე სლოვენიურ-გერმანული დუეტი (კოლარი-შაკოვეცი) არ გამოცხადდა.

0.112176