“ლივერპული” “ვალენსიას” 26 წლის ნახევარცველით, დანიელ პარეხოთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes.net-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლივერპულელები პარეხოს გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში პარეხომ 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
პარეხო “ვალენსიას” ღირსებას 2011 წლიდნა იცავს, იქამდე კი “ხეტაფეში” “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “რეალში” თამაშობდა.