კახა ცხადაძე ოფიციალურად დაინიშნა ალმათის “ქაირათის” მთავარ მწვრთნელად. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგებით საუკეთესო არაა, “ქაირათი” ყაზახეთში ყველაზე პოპულარული კლუბია და როგორც იცით, 2012-2015 წლებში ამ გუნდს სლოვაკი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობდა: საქართველოს ეროვნული ნაკრების ახლანდელი თავკაცი.
ასე რომ, საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ვაისი დაინიშნა იქ, სადაც ცხადაძე მუშაობდა და პირიქით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ალმათელებს რუსი ალექსანდრ ბოროდიუკი წვრთნიდა.
“ქაირათი” ყაზახეთის ორგზის ჩემპიონია (1992, 2004), შვიდჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ერთხელაც – სუპერთასი.
“ქაირათს” ჩემპიონატში ცუდი შედეგი აქვს: 3 ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოუგროვებია. ალმათელებს ჰყავთ რუსი ანდრეი არშავინი, უკრაინელი ანდრეი ტიმოშჩუკი, ესპანელი სიტო რიერა, ბრაზილიელი ბრუნო სუარეში...