შვედმა სპორტულმა ექიმმა ულფ კარლსონმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დოპინგს იყენებდა. კარლსონი 2004-2006 წლებზე საუბრობს, როცა "იბრა" ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდა.
"იბრაჰიმოვიჩმა ტურინში ნახევარ წელიწადში 10 კილოგრამი მოიმატა: კუნთის მასას ვგულისხმობ. ვფიქრობ, ამის მიზეზი დოპინგია. უფრო სწორად,ამაში დარწმუნებული ვარ. დოპინგის გარეშე ეს წარმოუდგენელია".
თავად "იბრაც" ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ "იუვენტუსში" ფიზიკურად ძალიან მოძლიერდა.
კარლსონის განცხადებას მალევე გამოეხმაურა ფეხბურთელის აგენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩი სასამართლოს მიმართავს და ექიმს პასუხს აგებინებს.