ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარ მწვრთელ ლორან ბლანის აზრით, მის გუნდს “მანჩესტერ სიტის” მისსავე მოედანზე დამარცხება და შესაბამისად, ნახევარფინალში გასვლა შეუძლია. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ასე რომ მოხდეს, საჭიროა პსჟ-მ ის შეცდომები აღარ გაიმეროს, რომელიც პარიზულ მატჩში დაუშვა.
“შესანიშნავი თამაში ვიხილეთ ორივე გუნდის შესრულებით. საპასუხო შეხვედრაში ნახევარფინალის საგზურისთვის დიდი ბრძოლა იქნება.
თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა გავაცუდეთ თერთმეტრიანი, ვერ გავიტანეთ ორი გარდაუვალი გოლი. ვიცით, რომ მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია, თუ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.
კავანი? – ვიცი, რომ იგი ცენტრფორვარდია, მაგრამ ამ პოზიციაზე ურუგვაის ნაკრებშიც არ თამაშობს, თუმცა გოლები ხშირად გააქვს. დღეს მან ერთი კარგი შანსი გააცუდა. მან და იბრაჰიმოვჩმა ჩვეულ სტილში ვერ ითამაშეს.
მანჩესტერში ხავიერ პასტორე და მარკო ვერატი ისევ ვერ დაგვეხმარებიან, რადგან ამ თამაშამდე ტრავმის მოშუშებას ვერ ასწრებენ”, - განაცხადა ბლანმა.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ სიტი” “პარი სენ ჟერმენს” 12 აპრილს, “ეტიჰად სთედიუმზე” დაუხვდება.