თამაშგარე

11:45 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიკი ვიდისის პირობა

მიუნხენის “ბაიერნი” ის საფეხბურთო კლუბია, რომელსაც ქომაგები ალბათ არასოდეს დაელევა, რადგან “რეკორდმაისტერი” გერმანიის გარდა პოპულარული მთელს მსოფლიოშია. მიუნხენელთა ყველაზე გამორჩეული ქომაგი კი, მოდელი კიკი ვიდისია, რომელიც მზადაა ამ გუნდისათვის ყველაფერი გაიღოს.

კიკი ვიდისის ბედი “ბაიერნთან” უკვე დიდი ხანია რაც გადაიბა და ეს შესანიშნავი ასული მიუნხენური გიგანტის ჭეშმარიტ თილისმად იქცა. უფრო მეტიც – ამასწინათ ერთ-ერთი გერმანული გაზეთი იუმორით წერდა, რომ “ბაიერნი” როდესაც ცუდად თამაშობს მაშინ ალბათ კიკი ვიდისი და გვარდიოლა შეთანხმებულად ბრაზობენო.

კიკი ვიდისი არაფრით ჩამორჩა მის კოლეგა ლამაზმანებს და განაცხადა, რომ თუკი გერმანიის უპირველესმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაშიც იმარჯვა, “ბაიერნის” ქომაგებს დიდ სიურპრიზს მოუწყობს. იმედია ამ სიურპრიზში ფხლოვანების ცხობა და “ხმალი მომე და ხანჯალის” სიმღერა არ იგულისხმება.

0.118763