ქალთა შორის პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადეს გამოეთიშა, წყვილებში კი ბრძოლას აგრძელებს.
ერთეულებში მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ მერვედფინალში სლოვაკ რებეკა სრამკოვასთან 3:6, 0:6 წააგო.
წყვილთა შეჯიბრში სოფომ და რუსმა ოლგა დოროშინამ “უაილდ ქარდის” მქონე უზბეკებს – ხატამოვას და იუსუპოვას იოლად 6:1, 6:0 მოუგეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც პირველ ნომრად განთესილ რუსულ დუეტს (ლიკინა-მონოვა) ეთამაშებიან.