უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელსაც მე-2 განთესვა გააჩნია და ჯერჯერობით, წინ დამაჯერებლად მიიწევს.
მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ვიტალი კოზიუკოვს 6:3, 6:4 სძლია, შემდეგ რაუნდში კი მე-6 რეიტინგის მქონე ბელარუს ილია ივაშკას გაეჯიბრება.
საინტერესოა, რომ წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი სწორედ ივაშკასთან ერთად ირჯებოდა და ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელები მე-2 ნომრად განთესილ ბელგიურ დუეტთან (ჟილე-ვლიეგენი) უშანსოდ დამარცხდნენ – 2:6, 1:6.