სხვა

20:20 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამანადგურებელი გამარჯვება ჰონგ კონგთან!
ქართველმა ჰოკეისტებმა III დივიზიონში მე-2 ადგილი დაიკავეს

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში თამაში მე-2 ადგილზე და ყველაზე მეტი (37) გატანილი შაიბით დაასრულა, რაც უდავოდ წარმატებულ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ შეჯიბრზე ქართველმა ჰოკეისტებმა მხოლოდ მასპინძლებთან წააგეს – 4:5, შემდეგ კი, ბოსნია-ჰერცეგოვინას (8:0), სამხრეთ აფრიკას (6:5), ლუქსემბურგს (5:0) და ჰონგ კონგს (14:3) სძლიეს.

ჰონგ კონგთან დასკვნით მატჩში ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო. დღეს გამართულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება ერთბაშად სამმა ჰოკეისტმა – როლანდ სვანიძემ, ბორის კოჩკინმა და არტიომ კოზიულინმა – შესძლო, დუბლი ვიტალი დუმბაძემ და გია ოგანეზიანმა შეასრულეს, ერთხე კი არტიომ კურბატოვმა იხეირა.

საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-2 პოზიცია დაიკავა, ლიდერმა თურქეთმა კი ყველა შეხვედრაში იმარჯვა, თავი 15 ქულას მოუყარა და II დივიზიონში თამაშის უფლებაც მოიპოვა. მასპინძლებისთვის გადამწყვეტი მატჩი დღეს შედგა, რომელშიც მათ სამხრეთ აფრიკას მოულოდნელად იოლად – 7:2 სძლიეს.

0.119611