41 წლის ფრანგი შემტევი სილვენ ვილტორი ფეხბურთს უბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
“ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხბურთში დავბრუნდე. 20 აპრილს პრესკონფერენციას გავმართავ” – განაცხადა ვილტორმა.
ვილტორმა კარიერა 2012 წელს “ნანტში” დაასრულა. შემტევს ასევე უთამაშია “რენში”, “დეპორტივოში”, “ბორდოში”, “არსენალში”, ლიონში” და “მეცში”. სილვენი საფრანგეთის ნაკრების ღირსებას 1999-წლიდან 2006 წლამდე იცავდა.