ძიუდო

17:07 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდ დიღომში ძიუდოს ახალი სექცია გაიხსნა (+VIDEO)

დიდ დიღომში მდებარე სკოლა "ფესვებში" ძიუდოს ახალი დარბაზი და სექცია გაიხსნა. ამ პროცესს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ზაზა გულბიანი დაესწრნენ.

ძიუდოს სექციაში მწვრთნელად კანადიდან მოწვეული წარმოშობით რუმინელი სპეციალისტი კატალინ გუიკა მუშაობს, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს ძიუდოს ასწავლის და ასევე სპორტის გაკვეთილებსაც უტარებს.

ძიუდოს ახალი დარბაზის გახსნა იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმატებულად ახორციელებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ სკოლებში ძიუდოს მასწავლებლები ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალი სახელმძღვანელოების მიხედვით გადამზადდებიან.

სკოლა "ფესვებში" არსებულ ძიუდოს სექციაში 50-მდე ბავშვი ვარჯიშობს. სკოლას ძიუდოს ფედერაციამ რამდენიმე ახალი ტატამი და ძიუდოს ინვენტარი გადასცა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.121549