“ოკლაჰომას” ლიდერმა რასელ უესტბრუკმა “დენვერთან” (124:102) მოგებულ მატჩში სეზონის მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა (13 ქულა, 14 მოხსნა, 12 პასი). რასელმა ბოლო 27 წლის განმავლობაში ერთ სეზონში პირველმა შესძლო 17 სამმაგი დუბლის შესრულება.
უესტბრუკამდე, 1988/1989 წლის სეზონში, 17 სამმაგი დუბლი “ლეიკერსის” ლეგენდარულმა გამთამაშებელმა მეჯიქ ჯონსონმა გააკეთა.
ერთ სეზონში ყველაზე მეტი 41 სამმაგი დუბლი 1961/62 წლების სეზონში ოსკარ რობერტსონმა შეასრულა.