ჩოგბურთი

14:06 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ივანოვიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

“როლან გაროსის” 2008 წლის ჩემპიონმა და სერბეთის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა 28 წლის ანა ივანოვიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ფედერაციის თასზე” სერბეთის ქალთა ნაკრებს ის აღარ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი Blic.rs ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ივანოვიჩმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. სერბულ მედიასთან ივანოვიჩის გადაწყვეტილება სერბეთის ნაკრების კაპიტანმა ტატიანა ეჩმენიცამ გაახმოვანა.

ანა”ფედერაციის თასზე” სერბეთის ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში 29 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 თავის სასარგებლოდ დაასრულა, ხოლო 9 შეხვედრაში დამარცხდა. 2012 წლის “ფედერაციის თასის” ფინალში სერბები ჩეხებთან 1:3 დამარცხდნენ.

0.149089