ჭადრაკი

22:52 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრიზიორთა ვინაობა გაირკვა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც ვადაზე ადრე იმარჯვა ლელა ჯავახიშვილმა (2489). დასკვნით მე-11 ტურში ლელა შავი ფიგურებით სალომე მელიას (2452) დაუზავდა და 8.0 ქულა მოაგროვა.

ჩემპიონს 1.5 ქულით ჩამორჩა და მე-2 ადგილზე გავიდა სოფიკო ხუხაშვილი (2344), რომელმაც ბოლო პარტიაში თეთრებით ანა გავაშელს (2193) სძლია.

ტურნირი 6.0-6.0 ქულით ერთბაშად ოთხმა მოჭადრაკემ დაასრულა, რომლებიც დამატებითი მაჩვენებლებით ასე გადანაწილდნენ: 3. მელია, 4. მაია ლომინეიშვილი (2365), 5. ნინო ხურციძე (2414), 6. მერი არაბიძე (2390).

0.120838