სხვა

21:40 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე 9 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს

10 აპრილს ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ტურნირზე ჩვენი გუნდი 9 სპორტსმენით წარსდგება, ლიდერის რანგში კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე განიხილება.

ცნობისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა, მწვრთნელები – ავთანდილ გახოკიძე, გიორგი ცირეკიძე და სერგეი რომანოვი, ხოლო ექიმი – გიორგი ჭინჭარაული.

საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:

კაცები

რამინ შამილიშვილი (62 კგ.)

ირაკლი გაბრიჭიძე (77 კგ.)

რევაზ დავითაძე (85 კგ.)

რაულ ცირეკიძე (94 კგ.)

ალუდა მანაგაძე, გიორგი ჩხეიძე (105 კგ.)

ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (+105 კგ.)

ქალები

ანასტასია გოტფრიდი (+75 კილოგრამი)

0.126662