ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირებზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მარიამმა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შეჯიბრი მოიგო და ახლა, წარმატების გასამეორებლად იბრძვის.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემ და ფრანგმა ვიქტორია მუნტეანმა რუსებს – ტამარა ბიჟუკოვას და ვალერია პოგრებნიაკს 6:2, 6:0 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-2 ნომრად განთესილ სლოვენიურ-გერმანულ დუეტს (კოლარი-შაკოვეცი) გაეჯიბრებიან.
ერთეულთა შეჯიბრში ქართველ ჩოგბურთელს მე-4 რეიტინგი გააჩნია და ძალებს “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ კლაუდია ფრანცესთან მოსინჯავს.