რაგბი

19:21 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალფრედო გავაცი:"ვინც ექვსი ერის ფორმატის შეცვლას შესაძლებლად მიიჩნევს, მას წარმოადგენაც არა აქვს რაზე საუბრობს"

იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალფრედო გავაციმ „მსოფლიო რაგბის“ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ექვსი ერის ფორმატის შეცვლის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა.

ლაპასე დაკავებულ თანამდებობას მაისში დატოვებს, მანამდე კი აღნიშნა, რომ განვითარებისთვის აუცილებელია დღეს არსებული ფორმატის შეცვლა. ლაპასე ამბობს:

„აუცილებელია ტურნირის ფორმატის შეცვლა. თუ გვინდა, რომ მომავლისკენ დარწმუნებით ვიაროთ, უნდა დავნერგოთ ასვლა-ჩასვლის სისტემა“.

აი ეს არ მოეწონა გავაცის, არგუმენტად ტურნირის კომერციული ნაწილი მოიყვანა და დასძინა, რომ ამან შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ტურნირის შემოსავლები სპონსორებისა და ტელეტრანსლიაციების უფლების კუთხით:

„ის, ვინც ექვსი ერის ფორმატის შეცვლას შესაძლებლად მიიჩნევს, მას წარმოადგენაც არა აქვს რაზე საუბრობს. შოტლანდია, რომელიც 2015 წელს ბოლო ადგილზე გავიდა, შესაძლოა გავარდეს?“ - კითხულობს იტალიელი და მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ექვსი ერის გენერალური სპონსორი სწორედ შოტლანდიის „სამეფო ბანკია“.

„ტურნირი სპორტული კუთხით გაფართოვებას საჭიროებს, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით ეს ძალიან რთულია. რაგბი ახლა უფრო ბიზნესია, ვიდრე სპორტი და გართობა“ - ასეთია იტალიის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, ჯანკარლო დონდის მოსაზრება.

www.worldrugby.ge

0.130126