ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker–მა ბუნდესლიგის 28-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე “გლადბახიდანაა”, რომელმაც კვირას საკუთარ მოედანზე “ჰერტა” გაანადგურა (5:0).
28-ე ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რენე ადლერი (“ჰამბურგი”);
მცველები: ანდრეას კრისტიანსენი (“გლადბახი”), ანდრე რამალიო (“ლევერკუზენი”), დანი და კოშტა (“ინგოლშტადტი”), იონას ექტორი (“კიოლნი”);
ნახევარმცველები: მაჰმუდ დაჰაუ (“გლადბახი”), კრისტიან კლემენსი, პაბლო დე ბლაზისი (ორივე “მაინცი”);
თავდამსხმელები: დარიო ლეზცანო (“ინგოლშტადტი”), ტორგენ აზარი (“გლადბახი”), ხავიერ ერნანდესი (“ლევერკუზენი”).