“შტუტგარტის” შემტევი ნახევარმცველი დანიელ დიდავი 2016/2017 წლების სეზონიდან “ვოლფსბურგის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია “მგლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
26 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და “ფოლკსვაგენ არენაზე” 2021 წლამდე დარჩება.
დიდავი “შტუტგარტის” რიგებში 2012 წლიდან ირიცხება. მან მიმდინარე სეზონში “შვაბების” მაისური 28-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.