ფეხბურთი

17:34 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 32-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების 32-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე ლონდონის ”არსენალიდან” მოხვდა, რომელმაც შაბათს შინ “უოტფორდი” გაანადგურა (4:0).

ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: ტიბო კურტუა (“ჩელსი”);
მცველები: მარტინ ოლსონი (“ნორვიჩი”), უეს მორგანი (“ლესტერი”), ჰექტორ ბელერინი (“არსენალი”), ალექსანდრ კოლაროვი (“მანჩესტერ სიტი”);
ნახევარმცველები: მანუელ ლანცინი (“ვესტ ჰემი”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”), ალექს ივობი (“არსენალი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”);
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი (“ჩელსი”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”).

0.116658