ფეხბურთი

16:52 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი მკაცრად დასაჯეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადიცისციპლინო კომიტეტმა “ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

28 წლის ფორვარდი გასულ კვირას “უდინეზესთან” წაგებული მატჩის 75-ე წუთზე გააძევეს, რაზეც გაცხარდა და შეხვედრის მთავარ მსაჯს მასიმილიანო ორატის კინაღამ ხელით შეეხო.

დისკვალიფიკაციის გარდა, არგენტინელ მოთამაშეს ფულადი სასჯელიც დააკისრეს – 20000 ევრო.

როგორც ცნობილია, “ნაპოლის” ხელმძღვანელობა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ აპელაციამ შედეგი არ გამოიღო, გონსალოს “ვერონასთან”, “ინტერთან”, “ბოლონიასთან” და “რომასთან” გასამართი დაპირისპირებების გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ “პიპიტა” იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მან 31 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

0.128267