ფეხბურთი

16:25 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” თავისივე რეკორდს დაუმიზნა

ტურინის “იუვენტუსი” თავისივე დამყარებული რეკორდის დამხობას ეცდება. საქმე ისაა, რომ “იუვეს” მიმდინარე სეზონში სერია A-ში 31 მატჩში 16 გოლი აქვს გაშვებული, 20-გუნდიანი ჩემპიონატის რეკორდი კი 2011-2012 წლებში დაამყარა, როცა საკუთარ კარში 38 შეხვედრაში მხოლოდ 20 ბურთი მიიღო.

აღნიშნული რეკორდის მოსახსნელად ტურინულ გრანდს მომდევნო 7 მატჩში მხოლოდ 3 გოლის გაშვების უფლება აქვს. აღსანიშნავია, რომ ალეგრის გუნდის დაცვის ხაზი განსაკუთრებით წარმატებით მეორე წრეში თამაშობს: “ბებერმა ქალბატონმა” ბოლო 12 თამაშში ერთადერთი გოლი გაუშვა.

ამასთან, საკუთარ მოედანზე ამ დროისთვის მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული, საუკეთესო შედეგი კი აქამდე 9 ბურთია, რომელიც “იუვემ” 2005-2006 და 2013-2014 წლების სეზონში გაუშვა.

0.109