საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გაცნობებთ, რომ 2016 წლის 11 აპრილს 13:00 საათზე ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირი #49ა-ში, ფალავანთა კლუბის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.
პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი
- 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ფედერაციის მიერ მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების გაცნობა.
- პრეზიდენტის მიერ პრეზიდიუმისადმი წარდგენილი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის შეთანხმება და არჩევა.
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დამსახურებული მწვრთნელის წოდებაზე წარსადგენ მწვრთნელთა და სოციალური დახმარების პროგრამაში ჩასართავ ვეტერან სპორტსმენთა კანდიდატურების განხილვა.
- სპორტის კანონში 2016 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებების განხილვა.
- ფედერაციაში საკლუბო ლიცენზირების სისტემის დანერგვის შესახებ ინიციატივის განხილვა.
- პანკრატიონის, გრებლინგის, საპლაჟო და ნაციონალური ჭიდაობის ფედერაციების საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გაერთიანების საკითხის განხილვა.
პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი
www.wrestling.ge