საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 73-ე ჩემპიონატის გამარჯვებული ვადაზე ადრე გახდა ლელა ჯავახიშვილი (2489), რომელმაც ათ ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და დასკვნითი ტურის წინ, უახლოეს მდევართან 1.5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
გასულ ტურში ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით სოფიკო ხუხაშვილს (2344) დაუზავდა, რაც პირველობისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
მე-2 ადგილზე მაია ლომინეიშვილია (2365) 6.0 ქულით, რომელმაც თეთრებით ბელა ხოტენაშვილი (2493) დაამარცხა, შემდეგ კი სოფიკო ხუხაშვილი (2344), მერი არაბიძე (2390) და სალომე მელია (2452) მოდიან 5.5-5.5 ქულით.
დასკვნით ტურში, რომელიც 5 აპრილს შედგება, ამ წყვილებს გამოვარჩევთ: მელია-ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე (2414)-ლომინეიშვილი, ხუხაშვილი-ანა გავაშელი (2193), ხოტენაშვილი-არაბიძე.