საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ დმიტრი აფანასიევის შეგირდებმა პირველ ტურში მასპინძელ თურქეთთან 4:5 წააგეს, შემდეგ მიჯრით სძლიეს ბოსნია-ჰერცეგოვინას (8:0) და სამხრეთ აფრიკას (6:5), დღეს კი ლუქსემბურგსაც იოლად აჯობეს – 5:0 (1:0, 3:0, 1:0).
გასულ მატჩში ჰეთ-თრიკი არტიომ კოზულინმა შეასრულა, 2 შაიბა კი არტიომ კურბატოვმა შეაგდო. სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრებმა კარში დარტყმებში მეტოქეს საგრძნობლად (44:20) აჯობა, ამდენად, შედეგი სრულიად ლოგიკური გახლდათ.
ქართველ ჰოკეისტებს 4 ტურის თავზე 9 ქულა აქვთ და მხოლოდ ლიდერ თურქეთს ჩამორჩებიან, რომელმაც დღეს ჰონგ კონგთან 5:1 (2:1, 2:0, 1:0) იმარჯვა.
საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს 6 აპრილს, თბილისის დროით 17:30 საათიდან სწორედ ჰონგ კონგის წინააღმდეგ გამართავს და წესით, აუტსაიდერის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.
ისიც სათქმელია, რომ ქართველი ჰოკეისტები III დივიზიონის მოგების თეორიულ შანსს ჯერაც ინარჩუნებენ და ამ ამბავში გადამწყვეტი თურქეთის და სამხრეთ აფრიკის მომავალი მატჩი იქნება. ცნობისთვის, დღეს აფრიკელებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 10:0 გაანადგურეს.
1. | თურქეთი | 4 | 4 | 0 | 28:9 | 12 |
2. | სამხრეთ აფრიკა | 4 | 3 | 1 | 27:9 | 9 |
3. | საქართველო | 4 | 3 | 1 | 23:10 | 9 |
4. | ლუქსემბურგი | 4 | 1 | 3 | 11:19 | 3 |
5. | ბოსნია-ჰერცეგოვინა | 4 | 1 | 3 | 7:30 | 3 |
6. | ჰონგ კონგი | 4 | 0 | 4 | 7:26 | 0 |
6 აპრილი
სამხრეთ აფრიკა - თურქეთი
ჰონგ კონგი - საქართველო
ლუქსემბურგი - ბოსნია-ჰერცეგოვინა