კალათბურთი

19:55 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პიპენი: “1996 წლის “ჩიკაგო” “გოლდენ სტეიტს” სერიას ოთხ შეხვედრაში მოუგებდა”

“ჩიკაგოს” ლეგენდარულმა კალათბურთელმა სკოტი პიპენმა “გოლდენ სტეიტის” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინდელი “ჩიკაგო” “მეომრებს” იოლად დაამარცხებდა.

“ჩვენ “გოლდენ სტეიტს” სერიას ოთხ შეხვედრაში მოვუგებდით. ვფიქრობ “გოლდენ სტეიტის” ვერც ერთი კალათბურთელი პრობლემას ვერ შეგვიქმნიდა” – განაცხადა პიპენმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “გოლდენ სტეიტმა” 77 შეხვედრიდან 69 მოიგო და 8 მატჩი წააგო. 1995/96 წლების “ჩიკაგოს რეკორდი 72 მატჩის მოგებაა. “მეომრებს” “ჩიკაგოს” რეკორდის დასამხობად დარჩენილ 5 შეხვედრაში 4 მატჩის მოგება სჭირდება.

0.11756